Thursday, October 31, 2013

რა არის ანდროიდი?

ანდროიდი წარმოადგენს ლინუქსის ბირთვზე დაფუძნებულ ოპერაციულ სისტემას მობილური ტელეფონებისთვის, პლანშეტური კომპიუტერებისთვის (Samsung galaxy tab), ნეთბუქებისთვის და სმარტბუქებისთვის.


გვთავაზობს ძალიან ბევრ ვიჯეტს და მილიონობით აპლიკაციას, რომელიც ძალიან მარტივატ ყენდება და ხელმისაწვდომია უფასოდ (არის ასევე ფასიანი აპლიკაციებიც, მაგრამ ძალიან იშვიათად ფასიანი დაგჭირდეთ, რადგან უფასო აპლიკაციების ძალიან დიდი არჩევანია) Google Play store-ის დახმარებით, რომელიც ყველა ანდროიდზე მომუშავე მოწყობილობას აქვს.
     ანდროიდი შეიქმნა პალო ალტოში, კალიფორნიაში 2003 წლის ოქტომბერში ენდი რუბინის, იკ მინერის, ნიკ სირსის და კრის ვუაითის მიერ.  თავიდან, კომპანიის განზრახვა იყო, რომ გაეკეთებინათ ოპერატიული სისტემა ციფრული კამერებისთვის, როდესაც ეს გამოიცა დიდი მოგება არ ქონდათ და გადაწყვიტეს ოპერატიული სისტემა გაეკეთებინათ მობილურებზე (ეპლის აიფონი არ იყო ამ დროს). 
Google–მა შეიძინა ანდროიდი .2005 წლის აგვისტოს






2009 წლის მონაცემებით ადროიდს სმარტფონების ბაზრის წილის მხოლოდ 2,8% ეჭირა, 2010 წელს მან ბაზარზე წილი 33%-მდე გაზარდა (და გახდა ყველაზე გაყიდვადი სმარტფონ პლატფორმა), 2011 წელს კი ბაზრის ნახევარზე მეტი 52.5% დაიპყრო, ხოლო 2012 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით ანდროიდს ბაზრის წილის 75% ეკუთვნოდა.
აღსანიშნავია რომ 2012 წლის ივლისის თვის მონაცემებით ანდროიდს ამერიკაში ბაზრის წილის 52%, ხოლო ჩინეთის ბაზრის 90% ეკუთვნოდა.


Android-ს იყენებენ ისეთი კომპანიები როგორებიც არიან: Samsung, LG, Sony, HTC, და ა.შ. ანდროიდი ყველაზე ფართოდ გამოიყენება სამსუნგის ტელეფონებსა და ტაბლეტებში. Android-ის სხვადასხვა ვერსიები არსებობს მისი თავდაპირველი ვერსია იყო 1.0, ასევე საინტერესოა ის ფაქტი რომ Google ანდროიდის სხვადასხვა ვერსიებს სხვადასხვა საჭმელის/ტკბილეულის სახელებს არქმევს (გამონაკლისი იყო 1.0 ვერსია):


  • Android 1.0 Beta
  • Android 1.5 Cupcake
  • Android 1.6 Donut
  • Android 2.0/2.1 Eclair
  • Android 2.2.X Froyo
  • Android 2.3.X Gingerbread
  • Android 3.X Honeycomd (ძირითადად გამოიყენებოდა ტაბლეტებში)
  • Android 4.0.X Ice Cream Sandwich (გამოიყენებოდა როგორც მობილურებში ასევე ტაბლეტებში)
  • Android 4.1/4.2 Jelly Bean (გამოიყენება როგორც მობილურებში ასევე ტაბლეტებში)